ჩაწერა/წაკითხვის მისამართები (ან სხვანაირად ჩაწერა/წაკითხვის პორტები I/O Ports) ეს არის სისტემურ მეხსიერებაში სპეციალური რეზერვირებული ადგილები, რომლებიც განკუთვნილია ცენტრალურ პროცესორსა და შესაბამის აპარატურულ კომპონენტებთან კომუნიკაციისთვის. აღნიშნული მისამართები რეზერვირდება ავტომატურ რეჟიმში. თითოეულ აპარატურულ კომპონენტს უნდა ჰქონდეს საკუთარი ჩაწერა/წაკითხვის პორტი, რომელიც არ უნდა იყოს გაზიარებული სხვა კომპონენტებთან. აღნიშნული პორტების შესახებ ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია ასევე cat უტილიტით.
$cat /proc/ioports
მეხსიერების პირდაპირი დამისამართება (Direct Memory Addressing - DMA)
მეხსიერების პირდაპირი დამისამართება (DMA) წარმოადგენს ჩაწერა/წაკითხვის პორტების მისამართების ალტერნატიულ მეთოდს. განსხვავებით I/O პორტებისგან, რომლებიც საჭიროებენ ცენტრალური პროცესის შუამდგომლობას მოწყობილობიდან მეხსიერებაში მონაცემების გადაგზავნისას, DMA უზრუნველყოფს აპარატურული კომპონენტებიდან აღნიშნული მონაცემების პირდაპირ ჩაწერას/წაკითხვას პროცესორის ჩარევის გარეშე. შედეგად, ფიზიკურ მანქანაში მცირდება ცენტრალური პროცესორის დატვითვა, რაც თავის მხრივ ზრდის მთლიანი სისტემის წარმადობას.
DMA–ს მხარდასაჭერად, x86 არქიტექტურა ქმნის რამოდენიმე DMA არხს, რომელთაგან თითოეული მათგანი გამოყენებულია კონკრეტული მოწყობილობის მიერ. იმის გაგება, თუ რა DMA არხები არის გამოყენებული სისტემის მიერ მოცემულ მომენტში, შესაძლებელია /proc/dma ფაილის მეშვეობით.