თქვენ არ ხართ სისტემაში შესული. (შესვლა)

ასოციაცია "გრენა"–ს შესახებ

საქართველოს სამეცნიერო-საგანმანათლებლო კომპიუტერული ქსელების ასოციაცია - ”გრენა” დაფუძნდა 1999 წლის 26 ივლისს ქ. თბილისში (საქართველო) და წარმოადგენს რეგისტრირებულ კავშირს, რომელიც მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

”გრენა”-ს გააჩნია ისეთ მოწინავე ქსელურ ტექნოლოგიებში მუშაობის გამოცდილება, როგორიცაა ოპტიკურ-ბოჭკოვანი, უსადენო ქსელები და სხვა.

”გრენა”-ში ფუნქციონირებს Cisco-ს რეგიონალური ქსელური აკადემია, დისტანციური სწავლების ცენტრი, GRID განაწილებული გამოთვლების სისტემა, რომელიც ჩართულია ევროპის GRID ინფრასტრუქტურაში და კომპიუტერული უსაფრთხოების რეაგირების ჯგუფი (CERT).

პროექტების განხორციელება მიმდინარეობს უნივერსიტეტებთან მჭიდრო თანამშრომლობით და ევროკავშირის, NATO-ს სამეცნიერო პროგრამის, ფონდი ”ღია საზოგადოება - საქართველოს” და მეცნიერების და ტექნოლოგიების საერთაშორისო ცენტრის მხარდაჭერით.

ასოციაცია „გრენა”-ს საქმიანობა ხორციელდება შემდეგი ძირითადი მიმართულებებით:
• საქართველოს სამეცნიერო და საგანმანათლებლო დაწესებულებების, საერთაშორისო ორგანიზაციების (რომლებიც მუშაობენ განათლების და მეცნიერების სფეროში და მათი პროგრამების) ერთიანი საინფორმაციო კომპიუტერული ქსელის განვითარება და ახალი სერვისების დანერგვა.
• საერთაშორისო კომპიუტერულ ქსელებთან კავშირის უზრუნველყოფა.
• საგანმანათლებლო და სამეცნიერო ორგანიზაციების ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ცენტრებისა და სისტემების განვითარების ხელშეწყობა.
• სწავლება საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში.
• კონფერენციებისა და სემინარების ორგანიზება.
• საქართველოში საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების ხელშეწყობა.

ბოლო ცვლილება: ორშაბათი, სექტემბერი 10 2012, 01:14